Saturday, December 7, 2013

ქართველი მხატვარი–თამაზ ხუციშვილი

თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება თავის ჩასახვიდანვე (XIX-XX საუკუნეში მიჯნა) ავლენს გარკვეულ ტენდეციას. მასში თითქმის არ არის ჩამოყალიბებული მკაფიოდ ჯგუფური გაერთიანებები. სამაგიეროდ, საკმაოდ უხვად არიან წარმოდგენილნი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდები, რაც, ამასთან, არ გამორიცხავს ევოლუციის პროცესში  გარკვეულ ეტაპობრივ ტენდეციებს, თაობათა ცვლას მხატვრული ინტერესების სპეციფიკური გამოვლენებით. ასეთ გარემოში არც თუ ისე ადვილია დაიმკვიდრო მყარი ადგილი მხატვრულ ელიტაში, ანუ იყო მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის შემოქმედების გაუთვალისწინებლადაც თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთიან სურათს გარკვეული ელფერი მოაკლდება. სწორედ ასეთ მხატვართა რიცხვს მიეკუტვნება თამაზ ხუციშვილი.

ბიოგრაფია
თეატრის მხატვარი, ფერმწერი Dთამაზ ხუციშვილი დაიბადა 1943 წელს თბილისში, ექიმების ოჯახში, Fფიქრის გორაზე, სადაც დღემდე ცხოვრობს.  მამა გრიგოლ (გია) ხუციშვილი(1897-1952) იყო გამოჩენილი ექიმი ოტოლარინგოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი; დამთავრებული ქონდა სასულიერო სემინარია. სამედიცინო განათლება მიღებული ქონდა პეტერბურგსა და  შვეიცარიაში. Gგარდაიცვალა 54 წლის ასაკში.
Dდედა - თამარ ტოგონიძეც მეუღლესთან ერთად მოღვაწეობდა ექიმი ოტოლარინგოლოგიაში. Pიგი იყო პირველი ქალი მძღოლი საქართველოში. გარდაიცვალა 1987 წელს, 80 წლის ასაკში.

Dთამაზ ხუციშვილმა 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემია. სწავლობდა პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში. Aამავე აკადემიაში ასწავლიდა 1967-1999 წლებში. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის  ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე. გამოფენებში მონაწილეობას იღებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. 1965 წლიდან იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის მიერ მოწყობილ ყველა გამოფენაში, აგრეთვე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საკავშირო გამოფენებში.
თამაზ ხუციშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 1998 წელს თბილისში საქართველოს ხელოვნების მუზეუმში
მეორე-1998წ. მოსკოვში, ქართული კულტურის ცენტრში. მესამე -1998 წ. პეკინში აქვე იგი იყო აზიის რეგიონის ქვეყნების უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების    ხელმძღვანელი (1998წ.)


Oოჯახი
 თამაზ ხუციშვილს ყავს შესანიშნავი მეუღლე - ელენე (ელიკო) ხუციშვილი თეატრის მხატვარი, ფერმწერი. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში. Aაქვს უამრავი ნამუშევარი მონაწილეობას იღებდა როგორც  მაშინდელ საკავშირო, ისე რესპუბლიკურ გამოფენებში. Mმისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეებში და კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. Aარის სამაგალითო მეუღლე და დედა.

No comments:

Post a Comment