თემო გოცაძე
სახალხო მხატვარი, სახელმწიფო
პრემიის ლაურიატი, ქართული
აკადემიის აკადემიკოსი
თამაზ ხუციშვილზე, მის შემოქმედებაზე
თამაზ ხუციშვილს ვიცნობ სამხატვრო აკადემიიდან, 1960 წლიდან ერთად ვსწავლობდით ფერწერის ფაკულტეტზე. თამაზი ერთი წლით გვიან სწავლობდა ჩემზე, ისე ერთი თაობა ვართ. იგი მაშინ იყო ძალიან ცოცხალი, საოცარი იუმორით აღჭურვილი, უდიდესი ენერგიის პატრონი, ენერგიისა, რომელიც სულ ეძებდა გამოსავალს არა მარტო ხატვაში, არამედ მეგობრებში, სუფრაზე, სმაში, ეძებდა ურთიერთობებს, რომელიც ყალიბდებოდა სუფრის გარშემო. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ ბოჰემისკენ ვისწრაფით და სიყვარულით გულანთებულები ვართ. Pერიოდი, პირველ ნატურასთან რომ მიდიხარ, პირველი პაემანი, რომელიც გადაიზარდა ღრმა ფერწერაში, რომელიც მანამდე იშვიათი იყო ჩვენს თაობაში.
სწავლის პერიოდში ჩვენს გვერდით იყვნენ ის ადამიანები, ვისთანაც გვიწევდა სწავლა, რომელთა აღზრდა-განათლების გამო მიდიოდა ჩვენში გემოვნების ჩამოყალიბება და ადგილის დამკვიდრებადა კულტურაში. მაშინ იყო საოცარი დამოკიდებულებები პედაგოგებთან: აპოლონ ქუთათელაძესთან, ფარნაოზ ლაპიაშვილთან, ბაშბალექ მალიქოვთან, უბრწყინვალეს ფერმწერთან, თამაზს სწორედ ის ფერწერა გაჰყვა დღემდე.
თამაზი დაკავებული იყო თეატრით – თეატრის ფერწერით, ფილოსოფიით, ეს იყო ჩამოყალიბების წლები. Mმან დაამთავრა ფარნაოზ ლაპიაშვილის ჯგუფი.
Gგაფორმებული აქვს “დილის” უამრავი ნომერი, საბავშვო ზღაპარი, მუშაობდა ტელევიზიაში, მიყავდა საავტორო გადაცემა “უჩარჩოდ” საბავშვო რედაქციაში.
იგი ჩამოყალიბდა დაზგური ფერწერის ერთ-ერთ ბრწყინვალე პორტრეტისტად, ფერმწერად, საოცარი ჟანრების თემების დიდოსტატად. იგი არის საოცარი იუმორის პატრონი და ადამიანი, რომელიც არა მარტო თვითონ ახერხებს გაილამაზოს ცხოვრება, არამედ მის გარშემო ვინც არის, მათაც გაულამაზოს და გაუხანგრძლივოს. ის არის ძალიან მყარი ადამიანი, ამიტომაც მას ყავს ძალიან საინტერესო შვილი - მხატვარი გია ხუციშვილი.
ჩვენი საზოგადოება და კულტურა ძალიან ღარიბი იქნებოდა მის გარეშე მისი პიროვნება კარგად ჩანს ელდარ შენგელაიას ფილმში “ექსპრეს ინფორმაცია”
Gგარემო, რომელშიდაც ის არის, არის ფერი, მოძრაობა, ფარმაცევტიკა, ეს არის ცხოვრება ერთი დეტალით,
ეს არის ცხოვრება ადამიანისა. ასე ვხედავ მე მის პიროვნებას, მინდა, რომ მას ქონდეს მასტერ კლასები, ეს სულ სხვა ურთიერთობა იქნებოდა ახალგაზრდებთან, საზოგადოებასთან. Eმისი ლექციები იქნებოდა საერთოდ აზროვნებაზე, მხატვრობაზე, ლიტერატურაზე, ცნობიერებაზე, იქნება იმ რაღაცეებზე, რაც ამ ბოლო წლებში დაიკარგა ქართულ საზოგადოებაში, კულტურაში, ქართულ ცხოვრებაში, რითაც ის ასე უხვად არის დაჯილდოებული.

No comments:
Post a Comment