უზარმაზარი სახელოსნოს კარები
იღება და ვხედავთ სიმპატიურ სანდომიანი სახის მამაკაცს რომელიც თბილი ღიმილით
გვეპატიჟება თავის სამფლობელოში.
ზღურბლლზე გადაბიჯების გვეშინია
შიგნიდან ჩვენთვის სრულიად ახალი სამყარო გამოჩერებია რომელიც თავისკენ გვექაჩება.
საით გავიხედოთ სად დავდგეთ კედლებიდან
გვიცქერს თამაზ ხუციშვილის მიერ შექმნილი
ზღაპრული სამყარო , სამყარო რომელსაც თუ ერთხელ ნახავ აღარასოდეს დაგავიწყდება
ადამიანს, მით უმეტეს ბავშებს, გინდათ გაიცნოთ ამ საოცარი სამყაროს ავტორი და
სულის ჩამდგმელი? მაშინ გაიცანით ეს არის თამაზ თაზო ხუციშვილი, თბილის ერთერთ
კოლორიტულ უბანში ფიქრის გორაზე დაბადებული და გაზრდილი კოლორიტი ფიგურა, იუმორით
სავსე, თამაზ ხუციშვილი, მას არ უყვარს ტრადიციული კითხვების დასმა ურჩევნია ისე
უამბოს ადამიანს ის რისი თქმაც უნდა, მან დაამთავრა სამხატვრო აკადემიაში ფარნაოზ
ლაპიაშვილის სკოლა, და ასწავლიდნენ ისეთი მხატვრები როგორებიცაა ალექსანდრე ბაშბექ
მელიქოვი, სერგო ქობულაძეაპოლონ ქუთათელაძე; ამ ბუმბერაზ ადამიანებს მხატვარი დიდი
სიყვარულით და სითბოთი მოიხსენიებს; საინტერესო პერიოდფად იხსენებს მხატვარი
ლენინგრადში გატარებულ წლებს, სადაც გაუცნია უამრავი საინტერესო ადამიანი ,
კოლექციონერები, თუ უბრალო ნატურშიცები.
თამაზ ხუციშვილთან საუბრისას არ შეიძლება არ
აღინიშნოს მისი დამოკიდებულება
ნახატებთან, ყველა ნამუშევარი მისთვის ძალზედ ძვუირფასია და ფასდაუდებელი
ეს შეიძლება უბრალო ჩანახატიც კი იყოს, საოცარი გრძნობით აგვიღწერს ის
ნამმუშევრებს რომელსაც გვაცნობს, თითქოს თავის შვილებს გვაცნობს და ესაუბრება,
დიდი გრძნობა დაეუფლებე ადამიანს როდესაც ის თავის ნამუშევარს შეხედავს თითქოს
პირველად შეხედა და ეხლა შთაბეჭდილებებს უზიარებს სხებს. ეს მის პროფესიონალიზმს
ხაზს უსვამს. მას ძალიან უყვარს ქართლი ბორჯიმის ხეობა საიდანაც მისი დიდი ბაბუა
ყოფილა, მთლიანად უყვარს საქართველო, ქართველი ხალხი, ქართული სული ქართული ტიპაჟი
ადამიანებისა ამიტომაც უამრავ სურათებში ჩანს მისი ქართული ხასიათი რომელიც
საოცარი იუმორის გრძნობით აქვს შექმნილი.
მხატვარი ძველი მოცურავეა და დღესაც
აგრძელებსპორტით ცხოვრებას. იგი მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებაა კარგად იცნობს ქართულ კინოს. მისი
უმნიშვნელოვანესი დეტალიც კი ძალიან კარგად ახსოვს,
მისი კინოში დებიუტი შედგა მიშა ჭიაურელის
ფილმით სადაც ის თამაშობდა, შემდგომ ელდარ შენგელაიამ გადაიღო, ნოდარ მანაგაძემ.
ურთიერთობისას ძალიან კარგად ჩანს მხატვრის
დიდი სიყვარული ადამიანების მიმართ მიუხედავად მათი პროფესიისა თუ სოციალური
სტატუსისა, მას უყვარს ადამიანები ალბათ ამიტომაც არის რომ შექმნა უამრავი
პორტრეტი ადამიანებისა რომლებიცვ მას ძალიან უყვარს და დიდ პატივს ცემს.
მხატვარმა გვიამბო ჩინეთში გატარებული წლების
შესახებ იგი აღფრთოვანებულია მათი კულტურით ისტორიით და სხვათა შორის
სამზარეულოთი, საინრტერესო ტილოები შეიქმნა იმ პერიოდში ჩინეთის თემაზე.
მხატვარს ძალიან გაუჭირდა დაესახელებია
საყვარელი ნახატი მაგრამ მაინც გაგვიმხილა „ქართლი“ და ახლობლების პორტრეტები. გვიჩვენა ის
ნამუშევრები რომლებიც მხატვრის კოლექციაში ინახება, ნახატები რომლებმაც
საფრანდგეტში კერძოდ კი პარიზში ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. ნახატები
მხატვარს ძალიან უყვარს ბავშვები სწორედ მათი
სიყვარულით ქმნიდა დიდი ხნის მანძილზე ილუსტრაციებს ჟურნალ „დილის“ რედაქციაში;
ახალგაზრდებს მხატვარი უსურვებს გამთლიანებულ
საქართველოში ცხოვრებას და პროფესიონალიზმს იმ საქმეში რასაც აირჩევენ ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment