გურამ
გურასპაშვილი .
თბილოსის
სახელმწიფო სამხატვრო
საქართვეოს დამსახურებული
მხატვარი
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
თამაზ
ხუციშვილი გავიცანი აკადემიაში სწავლის პერიოdში, იგი სწავლობდა ფერწერის განყოფილებაზე. იგი არის შესანიშნავი პიროვნება, ნამდვილი თბილისელი,
რომელსაც გააჩნია ერთი მეტად მნიშვნელოვანი თვისება უსაზღვროდ დიდი იუმორის გრძნიბა. ამიტომ, მასთან შეხვედრა, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს, სამსახურში, ლხინში და თუნდაც უბრალოდ ქუჩაში, ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან მას თავისი მოსწრებული იუმორით შეუძლია ადამიანები კარგ ხასიათზე დააყენოს,
მისი ეს უნიკალური თვისება კიდევ ერთხელ მეტყვლებს მის
ნიჭიერებასა და სიკეთეზე.
მისი შემოქმედება
წარმოადგენს ქართული და ევროპული ხელოვნების ტრადიციების საუკეთესო სინთეზს. იგი არის მხატვარი, რომელიც ყოველთვის შემოქმედებით ძიებით პროცესშია და სხვადასხვა ჟანრში მუშაობს თუმცა არასოდეს არ ღალატობს თავის წოდებას ყველაფერში და ყველგან დაინახოს მშვენიერება და სულიერი გახადოს მის მიერ შექმნილი სურათები. ყოველი მისი ნამუშევარი, გამორჩეულად თემატიკისა, გამოირჩევა მხოლოდ მისი დამახასიათებელი სტილით და ფერთა ულამაზესი ჰარმონიით, რაც უდაოთ მისი დიდი შემოქმედებითი პოტენციალის კიდევ ერთი დასტურია.
ალბათ ეს ყველა ერთად და სხვა გვაძლევს უფლებას გაღიაროთ,
რომ თავად ხუციშვილი არის თანავედროვე ქართული ხელოვნების ორგანული ნაწილი, რომლის გარეშე წარმოუდგენილია ვილაპარაკოთ მეოცე საუკუნის ქართულ ფერწერაზე.
No comments:
Post a Comment