Saturday, December 7, 2013

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

D
1995-96 წლებში საქართველოს ტელევიზიის 1 არხზე უძღვებოდა საავტორო გადაცემას ,,უჩარჩოდ”.
Mმხატვარი არის ათეულობით საბავშვო წიგნის ილუსტრატორი და გაფორმებული აქვს მრავალი სპექტაკლი საქართველოს დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში.
Mმონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში მიხეილ ჭიაურელის “ჭიდაობას რა უნდა”, ნოდარ მანაგაძის რამოდენიმე ფილმში
 ელდერ შენგელაიას ბოლო ფილმში “ექსპრეს ინფორმაცია”, სადაც კარგად ჩანს მხატვრის სახე.
 2007 წელს თამაზ ხუციშვილს და მის შვილს გია ხუციშვილს ქონდათ ერთობლივი გამოფენა გალერეა “ვერნისაჟში”.
M მხატვარი ორგზის გრან-პრის მფლობელია თბილისში მოწყობილი საშობაო გამოფენებისა (1999-2000წ.) პეკინში გამართულ ჩინეთის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენაზე (1998) იგი აღიარეს საუკეთესო მხატვრად. თამაზ ხუციშვილი შეყვანილია ლაიფციგის ხელოვნების ენციკლოპედიაში, რომელიც გამოიცემა 100 წელიწადში ერთხელ(1995).
  თამაზ ხუციშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს სამხატვრო ფონდებში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერიასა და აღმოსავლეთის და აღმოსავლეთისა ხალხთა ხელოვნების მუზეუმში საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიაში და სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო ინსტიტუტის ფონდებში, აგრეთვე   მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
1993 წელს თამაზ ხუციშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება

No comments:

Post a Comment