Saturday, December 7, 2013

ქართველი მხატვარი–თამაზ ხუციშვილი

თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება თავის ჩასახვიდანვე (XIX-XX საუკუნეში მიჯნა) ავლენს გარკვეულ ტენდეციას. მასში თითქმის არ არის ჩამოყალიბებული მკაფიოდ ჯგუფური გაერთიანებები. სამაგიეროდ, საკმაოდ უხვად არიან წარმოდგენილნი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდები, რაც, ამასთან, არ გამორიცხავს ევოლუციის პროცესში  გარკვეულ ეტაპობრივ ტენდეციებს, თაობათა ცვლას მხატვრული ინტერესების სპეციფიკური გამოვლენებით. ასეთ გარემოში არც თუ ისე ადვილია დაიმკვიდრო მყარი ადგილი მხატვრულ ელიტაში, ანუ იყო მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის შემოქმედების გაუთვალისწინებლადაც თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთიან სურათს გარკვეული ელფერი მოაკლდება. სწორედ ასეთ მხატვართა რიცხვს მიეკუტვნება თამაზ ხუციშვილი.

ბიოგრაფია
თეატრის მხატვარი, ფერმწერი Dთამაზ ხუციშვილი დაიბადა 1943 წელს თბილისში, ექიმების ოჯახში, Fფიქრის გორაზე, სადაც დღემდე ცხოვრობს.  მამა გრიგოლ (გია) ხუციშვილი(1897-1952) იყო გამოჩენილი ექიმი ოტოლარინგოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი; დამთავრებული ქონდა სასულიერო სემინარია. სამედიცინო განათლება მიღებული ქონდა პეტერბურგსა და  შვეიცარიაში. Gგარდაიცვალა 54 წლის ასაკში.
Dდედა - თამარ ტოგონიძეც მეუღლესთან ერთად მოღვაწეობდა ექიმი ოტოლარინგოლოგიაში. Pიგი იყო პირველი ქალი მძღოლი საქართველოში. გარდაიცვალა 1987 წელს, 80 წლის ასაკში.

Dთამაზ ხუციშვილმა 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემია. სწავლობდა პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში. Aამავე აკადემიაში ასწავლიდა 1967-1999 წლებში. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის  ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე. გამოფენებში მონაწილეობას იღებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. 1965 წლიდან იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის მიერ მოწყობილ ყველა გამოფენაში, აგრეთვე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საკავშირო გამოფენებში.
თამაზ ხუციშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 1998 წელს თბილისში საქართველოს ხელოვნების მუზეუმში
მეორე-1998წ. მოსკოვში, ქართული კულტურის ცენტრში. მესამე -1998 წ. პეკინში აქვე იგი იყო აზიის რეგიონის ქვეყნების უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების    ხელმძღვანელი (1998წ.)


Oოჯახი
 თამაზ ხუციშვილს ყავს შესანიშნავი მეუღლე - ელენე (ელიკო) ხუციშვილი თეატრის მხატვარი, ფერმწერი. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში. Aაქვს უამრავი ნამუშევარი მონაწილეობას იღებდა როგორც  მაშინდელ საკავშირო, ისე რესპუბლიკურ გამოფენებში. Mმისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეებში და კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. Aარის სამაგალითო მეუღლე და დედა.

შვილი – გია ხუციშვილი


შვილი
 გია ხუციშვილი მხატვარი 1983-1989 წლებში სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში. 1990-2001  წლებში აკადემიაში განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა მონუმენტურ-დეკორატიულ ფაკულტეტზე. Lლექციებს კითხულობდა ხელოვნების ინსტიტუტში, ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში ასწავლიდა 1996-2005 წლებში. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფერწერის პედაგოგად. Aასოცირებული პროფესორი. Mმუშაობს ხატწერის დარგში.  
100-მდე მისი ხატი დაბრძანებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესია მონასტერში. Aარის უამრავი გამოფენისა და სამხატვრო პროექტის ავტორი.
მუშაობს წიგნის გრაფიკაში. Aავტორი და შემდგენელი რამდენიმე სამხატვრო ალბომისა და წიგნისა, მათ შორის „ავთო ვარაზი”, 1998 წ.
Dდათო ტურაშვილის „მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო“ 2000წ.
სიმონ სხირტლაძე “მრავალძალი” 2000წ.
Aმთარმგმნელი, შემდგენელი ალბომისა “თამაზ ხუციშვილი” ფერწერა, Gგრაფიკა. 2005წ.

Mმონაწილება აქვს მიღებული რესპუბლიკურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები ინახება გალერეებსა და კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.  Yყავს მეუღლე ნუცა კასრაძე, პიანისტი, Pპროფესორი, საერთაშორისო კონკურსების ლაურიატი და შვილი თამარ ხუციშვილი, 11 წლის.







საზოგადოებრივი მოღვაწეობა

D
1995-96 წლებში საქართველოს ტელევიზიის 1 არხზე უძღვებოდა საავტორო გადაცემას ,,უჩარჩოდ”.
Mმხატვარი არის ათეულობით საბავშვო წიგნის ილუსტრატორი და გაფორმებული აქვს მრავალი სპექტაკლი საქართველოს დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში.
Mმონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში მიხეილ ჭიაურელის “ჭიდაობას რა უნდა”, ნოდარ მანაგაძის რამოდენიმე ფილმში
 ელდერ შენგელაიას ბოლო ფილმში “ექსპრეს ინფორმაცია”, სადაც კარგად ჩანს მხატვრის სახე.
 2007 წელს თამაზ ხუციშვილს და მის შვილს გია ხუციშვილს ქონდათ ერთობლივი გამოფენა გალერეა “ვერნისაჟში”.
M მხატვარი ორგზის გრან-პრის მფლობელია თბილისში მოწყობილი საშობაო გამოფენებისა (1999-2000წ.) პეკინში გამართულ ჩინეთის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენაზე (1998) იგი აღიარეს საუკეთესო მხატვრად. თამაზ ხუციშვილი შეყვანილია ლაიფციგის ხელოვნების ენციკლოპედიაში, რომელიც გამოიცემა 100 წელიწადში ერთხელ(1995).
  თამაზ ხუციშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს სამხატვრო ფონდებში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერიასა და აღმოსავლეთის და აღმოსავლეთისა ხალხთა ხელოვნების მუზეუმში საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიაში და სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო ინსტიტუტის ფონდებში, აგრეთვე   მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
1993 წელს თამაზ ხუციშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება

სტუმრად მხატვართან

          უზარმაზარი სახელოსნოს კარები იღება და ვხედავთ სიმპატიურ სანდომიანი სახის მამაკაცს რომელიც თბილი ღიმილით გვეპატიჟება თავის სამფლობელოში.
ზღურბლლზე გადაბიჯების გვეშინია შიგნიდან ჩვენთვის სრულიად ახალი სამყარო გამოჩერებია რომელიც თავისკენ გვექაჩება.
      საით გავიხედოთ სად დავდგეთ კედლებიდან გვიცქერს  თამაზ ხუციშვილის მიერ შექმნილი ზღაპრული სამყარო , სამყარო რომელსაც თუ ერთხელ ნახავ აღარასოდეს დაგავიწყდება ადამიანს, მით უმეტეს ბავშებს, გინდათ გაიცნოთ ამ საოცარი სამყაროს ავტორი და სულის ჩამდგმელი? მაშინ გაიცანით ეს არის თამაზ თაზო ხუციშვილი, თბილის ერთერთ კოლორიტულ უბანში ფიქრის გორაზე დაბადებული და გაზრდილი კოლორიტი ფიგურა, იუმორით სავსე, თამაზ ხუციშვილი, მას არ უყვარს ტრადიციული კითხვების დასმა ურჩევნია ისე უამბოს ადამიანს ის რისი თქმაც უნდა, მან დაამთავრა სამხატვრო აკადემიაში ფარნაოზ ლაპიაშვილის სკოლა, და ასწავლიდნენ ისეთი მხატვრები როგორებიცაა ალექსანდრე ბაშბექ მელიქოვი, სერგო ქობულაძეაპოლონ ქუთათელაძე; ამ ბუმბერაზ ადამიანებს მხატვარი დიდი სიყვარულით და სითბოთი მოიხსენიებს; საინტერესო პერიოდფად იხსენებს მხატვარი ლენინგრადში გატარებულ წლებს, სადაც გაუცნია უამრავი საინტერესო ადამიანი , კოლექციონერები, თუ უბრალო ნატურშიცები.
       თამაზ ხუციშვილთან საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი დამოკიდებულება  ნახატებთან, ყველა ნამუშევარი მისთვის ძალზედ ძვუირფასია და ფასდაუდებელი ეს შეიძლება უბრალო ჩანახატიც კი იყოს, საოცარი გრძნობით აგვიღწერს ის ნამმუშევრებს რომელსაც გვაცნობს, თითქოს თავის შვილებს გვაცნობს და ესაუბრება, დიდი გრძნობა დაეუფლებე ადამიანს როდესაც ის თავის ნამუშევარს შეხედავს თითქოს პირველად შეხედა და ეხლა შთაბეჭდილებებს უზიარებს სხებს. ეს მის პროფესიონალიზმს ხაზს უსვამს. მას ძალიან უყვარს ქართლი ბორჯიმის ხეობა საიდანაც მისი დიდი ბაბუა ყოფილა, მთლიანად უყვარს საქართველო, ქართველი ხალხი, ქართული სული ქართული ტიპაჟი ადამიანებისა ამიტომაც უამრავ სურათებში ჩანს მისი ქართული ხასიათი რომელიც საოცარი იუმორის გრძნობით აქვს შექმნილი.
 მხატვარი ძველი მოცურავეა და დღესაც აგრძელებსპორტით ცხოვრებას. იგი მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებაა  კარგად იცნობს ქართულ კინოს. მისი უმნიშვნელოვანესი დეტალიც კი ძალიან კარგად ახსოვს,
 მისი კინოში დებიუტი შედგა მიშა ჭიაურელის ფილმით სადაც ის თამაშობდა, შემდგომ ელდარ შენგელაიამ გადაიღო, ნოდარ მანაგაძემ.
      ურთიერთობისას ძალიან კარგად ჩანს მხატვრის დიდი სიყვარული ადამიანების მიმართ მიუხედავად მათი პროფესიისა თუ სოციალური სტატუსისა, მას უყვარს ადამიანები ალბათ ამიტომაც არის რომ შექმნა უამრავი პორტრეტი ადამიანებისა რომლებიცვ მას ძალიან უყვარს და დიდ პატივს ცემს.
      მხატვარმა გვიამბო ჩინეთში გატარებული წლების შესახებ იგი აღფრთოვანებულია მათი კულტურით ისტორიით და სხვათა შორის სამზარეულოთი, საინრტერესო ტილოები შეიქმნა იმ პერიოდში ჩინეთის თემაზე.
       მხატვარს ძალიან გაუჭირდა დაესახელებია საყვარელი ნახატი მაგრამ მაინც გაგვიმხილა „ქართლი“  და ახლობლების პორტრეტები. გვიჩვენა ის ნამუშევრები რომლებიც მხატვრის კოლექციაში ინახება, ნახატები რომლებმაც საფრანდგეტში კერძოდ კი პარიზში ძალიან დიდი წარმატება მოუტანა. ნახატები
       მხატვარს ძალიან უყვარს ბავშვები სწორედ მათი სიყვარულით ქმნიდა დიდი ხნის მანძილზე ილუსტრაციებს ჟურნალ „დილის“ რედაქციაში;
        ახალგაზრდებს მხატვარი უსურვებს გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას და პროფესიონალიზმს იმ საქმეში რასაც აირჩევენ ცხოვრებაში.

გრაფიკა
















ნატურმორტი









კომპოზიცია